თბილისში შემფასებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

22-23 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებისა და საპარტნიორო ფონდის მიერ მიერ ორგანიზებული მეორე სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა იყო „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“.

კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პრეზიდენტმა და ჯივისის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ დიაკონიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვა გააცნო. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ; ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტმა შიშტოფ ჟიჟეკმა; , ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

კონფერენციაზე დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით შედგა. გაიმართა მსჯელობა საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე.

კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილეს:

  • შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა
  • საგირავნო ქონებების შეფასება, დაკრედიტების მიზნებისათვის
  • კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შეფასება
  • სასოფლო სამეურნეო მიწების შეფასება
  • უძრავი ქონების შეფასება დაბეგვრის მიზნებისათვის
  • საშემფასებლო სტანდარტები და მათი მოქმედების არეალი (IVS, EVS, RICS)
  • საშემფასებლო საქმიანობის განვითარება საქართველოში

კონფერენციას ესწრებოდა შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების 12-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი საქართველოში მოღვაწე საშემფასებლო და აუდიტორული კომპანიები, საქართველოს მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, თბილისის მერიის, საქართველოს კომერციული ბანკების; დეველოპერების, სადაზღვევო კომპანიების, ადგილობრივი მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამასთან საშემფასებლო სტანდარტების კომიტეტის (www.ivsc.org) წევრები.

gvc.ge