ჩვენი ისტორია

ჯივისი წარმოადგენს კვალიფიციურ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომლის წამყვანი სპეციალისტები 1998 წლიდან ეწევიან პროფესიონალურ საქმიანობას. კომპანიის სერვისები მოიცავს ქონების საშემფასებლო მომსახურების სრულ სპექტრს, აქტივების, ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაციასა და საექსპერტიზო მომსახურებას.

ჯივისის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი, მრავალპროფილური და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან. ჩვენი შემფასებლები და აუდიტორები არიან დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის RICS-ის წევრები (MRICS) და აგრეთვე ევროპის შემფასებელთა ასოციაციების გაერთიანების ჯგუფის TEGoVA-ს მიერ აღიარებული ევროპელი შემფასებლები (REV). კომპანიის წევრები არიან საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების (IVSG) დამფუძნებლები და საბჭოს წევრები. 2014 წლიდან IVSG არის TEGoVA-ს ასოცირებული წევრი, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ შემფასებელთა ასოციაციას ევროპის ყველა ქვეყნიდან.

კომპანია დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და ინარჩუნებს სამუშაოს შესრულების უმაღლეს ხარისხს. კლიენტებს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას.

ვასრულებთ საშემფასებლო პროექტებს ფირმებისთვის, რომელთა ფინანსურ აუდიტს ახორციელებენ დიდი ოთხეულის (Big Four) წევრი აუდიტორული კომპანიები

https://www.ey.com/
https://www.pwc.com/
https://home.kpmg/ge/en/home.html
https://www2.deloitte.com/

რატომ

ჩვენ?

მომსახურების მაღალი სანდოობა

პირველად საქართველოში, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაზღვეულია ჩვენი გუნდის წევრების პირადი პასუხისმგებლობა, რაც უდავოდ ამცირებს დამკვეთის რისკებს და ზრდის ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების საიმედოობას.

კომპლექსური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა

დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ ბიზნესის ყველა სექტორთან, კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტში. შესაბამისად, მიღებული გამოცდილება გვაძლევს კომპლექსური და მრავალპროფილური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

პროფესიონალიზმი

ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო არის მაქსიმალურად ინფორმაციული, კონკრეტული და მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების შესაბამისი. შეფასება ტარდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), რიქსის RICS Valuation-ის სტანდარტების და შეფასების ევროპის სტანდარტების (EVS) მოთხოვნათა შესაბამისად.

საერთაშორისო კვალიფიკაცია

ჩვენ ვართ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პირველი კომპანია, რომლის გუნდის წევრებიც გახდნენ აღიარებული ევროპელი შემფასებლები. ჯივისის გუნდის 3 შემფასებელი არის დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის RICS-ის წევრი, წოდებით - MRICS, ხოლო 6 შემფასებელს ევროპის შემფასებელთა ასოციაციების გაერთიანების ჯგუფის TEGoVA-ს მიერ მინიჭებული აქვს აღიარებული ევროპელი შემფასებლის სტატუსი, წოდებით - REV.

კლიენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენი მთავარი ღირებულება კლიენტებისადმი ერთგულებაა. ყოველთვის მზად ვართ გავეცნოთ მათ საჭიროებებს, გავუწიოთ კონსულტაცია და გავუზიაროთ ჩვენი რეკომენდაციები. მუდმივად ვცდილობთ კლიენტისთვის ჩვენთან თანამშრომლობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ, რაშიც მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება.

პროექტები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შეფასება და ინვენტარიზაცია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შეფასება და ინვენტარიზაცია ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საშემფასებლო და საინვენტარიზაციო პროექტი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი კომპანიის მიერაა შესრულებული. პროექტის ფარგლებში ჯივისიმ შეაფასა და ინვენტარიზაცია გაუკეთა 250 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის ძირითად აქტივებსა და მასთან დაკავშირებულ დამხმარე მეურნეობებს.

საქართველოს ბანკის აქტივების გადაფასება ლონდონის საფონდო ბირჟისთვის

საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონის წამყვანი ბანკია, რომელმაც 2006 წელს თავისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა, ხოლო 2012 წელს იგი ბირჟის პრემიერ ლისტინგში შეიყვანეს. ჯივისი საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ლონდონის ბირჟისთვის ბანკის ასეულობით აქტივის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მიხედვით გადააფასა.

მარიოტის სასტუმროების ქსელის შეფასება

ჯივისი უკვე რამდენიმე წელია პერიოდულად ახდენს თბილისში არსებული მარიოტის ქსელის სასტუმროების საერთაშორისო სტანდარტებით გადაფასებას EBRD-სთვის.

ფოთის ტერმინალების შეფასება

ფოთის პორტი უკვე ას წელზე მეტია საქართველოს ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. ჩვენს კომპანიას არაერთხელ აქვს გადაფასებული ნავთობის ტერმინალები, მეთანოლის ტერმინალი და ჩატარებული აქვს ამ ობიეტების ინვენტარიზაცია.

ჰაიდელბერგცემენტის ქარხნების შეფასება

ჰაიდელბერგცემენტი ცნობილი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორია. ჯივისის მიერაა შეფასებული ჰაიდელბერგცემენტის რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, რომლებიც უმსხვილესია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. კომპანიას ასევე გაკეთებული აქვს აღნიშნული ქარხნების ინვენტარიზაცია.

ჩვენი გუნდი

გიორგი ლეჟავა

გიორგილეჟავა

აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ლეჟავა ჯივისის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია, რომელსაც შეფასებისა და აუდიტის სფეროში მოღვაწეობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, იგი არის საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის (IVSG) თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი. მას უმუშავია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საშემფასებლო პროექტებზე. არის უძრავი ქონების, მოძრავი ქონებისა და ბიზნესის სერტიფიცირებული შემფასებელი და სერტიფიცირებული აუდიტორი. ასევე, ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (EECO) სერტიფიცირებული შემფასებელი და უკრაინის შემფასებელთა საზოგადოების საპატიო წევრი.

გიორგი ლეჟავა
გიორგი ლეჟავა
ნინო ბერაია

ნინობერაია

შეფასების მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ბერაია ჯივისის შეფასების მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც საშემფასებლო სფეროში 2006 წლიდან მოღვაწეობს. იგი გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამასთან, პროფესიონალ შემფასებელთა სასერტიფიკატო კურსისათვის კითხულობს ლექციებს თემებზე: მანქანა დანადგარებისა და მოწყობილობების შეფასება და ბიზნესის შეფასება". არის უძრავი ქონების, მოძრავი ქონებისა და ბიზნესის სერტიფიცირებული შემფასებელი და სერტიფიცირებული აუდიტორი. ასევე, საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი, უკრაინის შემფასებელთა ასოციაციის წევრი და უკრაინის შემფასებელთა საზოგადოების საპატიო წევრი.

ნინო ბერაია
ნინო ბერაია
ლაშა ლეჟავა

ლაშალეჟავა

უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

ლაშა ლეჟავა ჯივისის უფროსი ექსპერტ-შემფასებელია, რომელიც შეფასების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. უმუშავია საქართველოს წამყვანი ბანკების, სადაზღვეოების, ინდუსტრიული და სხვა მსხვილი კომპანიების საშემფასებლო პროექტებზე. ამასთან, იგი იყო "თბილისის განვითარების ფონდის" ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინირების მთავარი სპეციალისტი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უძრავი ქონების შეფასების მოწვეული სპეციალისტი. არის უძრავი და მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი. იგი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციისა და უკრაინის შემფასებელთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს RICS-ის მიერ აკრედიტირებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ურბანიზაციასა და უძრავი ქონების განვითარებაში.

ლაშა ლეჟავა
გუგა დათუკიშვილი

გუგადათუკიშვილი

უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

გუგა დათუკიშვილი ჯივისის უფროსი ექსპერტ-შემფასებელია, იგი 2013 წლიდან ეწევა საშემფასებლო საქმიანობას, ხოლო 2011 წლიდან ხელმძღვანელობს კომპანიის საინვენტარიზაციო პროექტებს. გარდა ამისა, არის შპს თავისუფალი არქიტექტორების გენერალური დირექტორი და 2015-2019 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის უძრავი ქონების შეფასების მოწვეული სპეციალისტი. არის უძრავი და მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი. იგი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციისა და უკრაინის შემფასებელთა ასოციაციის წევრი.

გუგა დათუკიშვილი
ბაქარ დიაკონიძე

ბაქარდიაკონიძე

უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

ბაქარ დიაკონიძე ჯივისის უფროსი ექსპერტ-შემფასებელია, რომელიც შეფასების სფეროში 2012 წლიდანაა ჩართული. ამასთან, იგი არის შეფასების კომპანია ACD-ს მთავარი შემფასებელი. მუშაობდა შემფასებლად შემოსავლების სამსახურშსა და თიბისი ბანკში. უმუშავია ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის აქტივების შეფასებაზე: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი. ასევე, ინდუსტრიული, სამშენებლო, მძიმე მრეწველობის, სამედიცინო თუ სხვა დარგების წარმომადგენელი მსხვილი კომპანიების საშემფასებლო პროექტებზე. არის უძრავი და პირადი მატერიალური ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი. ასევე, საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის წევრი.

ბაქარ დიაკონიძე
სანდრო გიგინეიშვილი

სანდროგიგინეიშვილი

უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

სანდრო გიგინეიშვილი ჯივისის უფროსი ექსპერტ-შემფასებელია, იგი შეფასების სფეროში 2013 წლიდან მოღვაწეობს. გარდა ამისა, მუშაობს ბანკ ქართუში, უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლად. უმუშავია Evex, Rompetrol, Georgian Water and Power, Smart თუ სხვა მსხვილი კომპანიების პროექტების შეფასებასა და ინვენტარიზაციაზე. არის უძრავი და მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი. ასევე, საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის წევრი.

ტატო ნინიძე

ტატონინიძე

ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტი

ტატო ნინიძე ჯივისის ინვენტარიზაციის უფროსი სპეციალისტია, რომელიც 2011 წლიდან საინვენტარიზაციო პროექტების ხელმძღვანელია. მას უმუშავია ისეთი მსხვილი საინვენტარიზაციო პროექტებზე, როგორებიცაა ევექსის კლინიკების, ჯეოჰოსპიტალსის კლინიკების, საქენერგორემონტის ქონების ინვენტარიზაცია და სხვა.

პარტნიორი კომპანიები

ჩვენი კლიენტები განსხვავდებიან სიდიდითა და სპეციალობით, თუმცა ყველანი ენდობიან ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს. გვეამაყება, რომ კლიენტებს ვთავაზობთ პრობლემების საუკეთესო გადაჭრის გზებს.

პარტნიორი
კომპანია
gvc.ge