ქონების ღირებულება წარმოადგენს მისი საკუთრების და განკარგვის უფლების საფუძველზე, სამომავლოდ მისაღები სარგებლის დღევანდელ ღირებულებას. არსებობს ქონების სხვადასხვა ტიპები, შესაბამისად განსხვავებულია მათი შეფასების მეთოდები. ამ ბლოგში განვიხილავთ უძრავი ქონების შეფასებას, მოძრავი ქონების შეფასებასა და ბიზნესის შეფასებას. უძრავი ქონება წარმოადგენს ქონების ისეთ ტიპს, სადაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთი და მასზე უძრავად განთავსებული სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი თუ ხელოვნური გაუმჯობესება, ისეთი როგორიც არის: შენობა, ნაგებობა, ბიოლოგიური აქტივი (ხე-მცენარე), სასარგებლო წიაღისეული და სხვა. მოძრავი ქონება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ქონებას,...