ჯივისი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული საშემფასებლო კომპანიაა.
ჩვენი გუნდის წევრები 1998 წლიდან ეწევიან საშემფასებლო და
საკონსულტაციო მომსახურებებს.
ჩვენ მიერ შესრულებული საშემფასებლო ანგარიში სრულდება
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა მაღალი
სანდოობითა და სიზუსტით.
ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ბიზნესის საჭიროებისამებრ საშემფასებლო
კონსულტაციის გაწევაში, ასევე თქვენი ქონებისა თუ ბიზნესის საბაზრო
ღირებულების დადგენაში.
ვაფასებთ ნებისმიერი სახის ქონებასა და აქტივებს. საშემფასებლო და საკონსულტაციო მომსახურებას ვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ქონების ღირებულება წარმოადგენს მისი საკუთრების და განკარგვის უფლების საფუძველზე, სამომავლოდ მისაღები სარგებლის დღევანდელ ღირებულებას. არსებობს ქონების სხვადასხვა ტიპები, შესაბამისად განსხვავებულია მათი შეფასების მეთოდები. ამ ბლოგში განვიხილავთ უძრავი ქონების შეფასებას, მოძრავი ქონების შეფასებასა და ბიზნესის შეფასებას. უძრავი ქონება წარმოადგენს ქონების ისეთ ტიპს, სადაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთი და მასზე უძრავად განთავსებული სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი თუ ხელოვნური გაუმჯობესება, ისეთი როგორიც არის: შენობა, ნაგებობა, ბიოლოგიური აქტივი (ხე-მცენარე), სასარგებლო წიაღისეული და სხვა. მოძრავი ქონება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ქონებას,...