უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონება წარმოადგენს მიწის ნაკვეთმასზედ პერმანენტულად მიმაგრებული ბუნებრივი თუ ხელოვნური გაუმჯობესებით, მათ შორის შენობა-ნაგებობები, გზები, კომუნალური ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

უძრავი ქონება ასევე მოიცავს უფლებებს და ინტერესების ნაწილს საკუთრებაში, როგორიც არის საკუთრების უფლება, გამოყენება, მიწის ნაკვეთის და მასზედ არსებული გამუჯობესების გადაცემის უფლება.

უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონებისგან განსხვავებით გულისხმობს არა თავად ობიექტის შეფასებას, არამედ მისი ფლობის უფლების შეფასებას, რადგან უძრავი ქონების გასხვისებისას, ან სხვა რაიმე ფორმით უფლების გადაცემისას თავად ეს ქონება გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არ იცვლის. იცვლება მხოლოდ მესაკუთრე, რომელსაც შემდგომში გააჩნია უფლებები ამ ქონებაზე.


რისთვის არის საჭირო უძრავი ქონების შეფასება?

უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია მასზე თითქმის ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას. ეს არის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება, ქონების გაყოფა თუ ბანკში იპოთეკური სესხისთვის დაკრედიტება;

ქონების შეფასების საჭიროება დგება სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის ან მისი რეკონსტრუქციის შესახებ; კომპანიებისთვის, რომელთაც გააჩნიათ უძრავი ქონება, რომელიც უნდა შევიდეს ფირმის საწესდებო კაპიტალში და ა.შ.;

აგრეთვე, გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას უძრავ ქონების შემდგომი გამოყენების თაობაზე (ინვესტორების მოზიდვა პროექტში, ობიექტის დანიშნულების შეცვლა და ა.შ.) აუცილებელია მისი შეფასება.

 

ქონების შეფასება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი ძირითადი მიზნებისთვის:

  • საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით;
  • საიჯარო ღირებულების დადგენის მიზნით;
  • კრედიტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის;
  • ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის;
  • დაზღვევის მიზნებისთვის;
  • საგადასახადო მიზნებისთვის;
  • ბინადრობის უფლების მიღების მიზნებისთვის;
  • სასამართლოში ქონებირვი დავების გადაწყვეტის მიზნებისთვის;
  • ზარალის ან მიყენებული ზიანის დადგენის მიზნებისთვის;
  • ტრანზაქციის მხარდაჭერის მიზნებისთვის;
  • საინვესტიციო პროექტის რენტაბელურობის განსაზღვრის მიზნებისთვის;
     

რა სახის ქონებას ვაფასებთ?

  • მიწის ნაკვეთის შეფასება;
  • ბინის შეფასება;
  • სახლის შეფასება;
  • საოფისე ფართის შეფასება;
  • კომერციული ფართის შეფასება;
  • კომერციული ობიექტის შეფასება;
  • სამრეწველო ობიექტის შეფასება;
  • სპეციალიზებული ობიექტის შეფასება;
  • დაუმთავრებელი მშენებლობის შეფასება;
  • რემონტის შეფასება;
უძრავი ქონების შეფასება
gvc.ge