მოძრავი ქონების ,შეფასება

მოძრავი ქონების შეფასება

მოძრავი ქონება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ქონებას რომლის ფიზიკური გადაადგილებაც არის შესაძლებელი (ობიექტი რომელიც არ არის უძრავად მიმაგრებული მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობაზე და ა.შ).

რისთვის არის საჭირო მოძრავი ქონების შეფასება?

დროის მიმდინარეობასთან და სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან ერთად განუხრელად იცვლება მოძრავი ქონების ღირებულებაც, რაზეც აგრეთვე ზეგავლენას ახდენს ბაზრის კონიუქტურა, ინფლაცია-დეფლაციის პროცესები და სხვა მნიშვნელოვანი ფასწარმომქმნელი ფაქტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება ქონების პერიოდული გადაფასება.

მოძრავი ქონების შეფასების საჭიროება დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამოქლაქო უფლებების ობიექტი (ქონება, ქონებრივი უფლებები და სხვა) სამეურნეო მიმოქცევაში ერთვება და მასზე ხორციელდება სამეურნეო ოპერაციები.

მოძრავი ქონების  შეფასების აქტუალურობის საკითხი შესაძლოა დადგეს სხვადასხვა გარიგებების პროცესში, როდესაც აცულებელია არსებული უფლებების დადგენა ან შეცვლა, ძირითადი ფონდებს გადაფასება, დაზღვევა, დაგირავება, ბიზნესის ლიკვიდაცია, გარიგების მხარდაჭერა, იურიდიული პირის მიერ მოძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანა, საბაჟო გადასახადის დადგენა და ა.შ.

რა სახის ქონებას ვაფასებთ?

მოძრავი ქონების შეფასება საშემფასებლო სფეროში საკმაოდ კომპლექსური მიმართულებაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ობიექტების შეფასებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შედის:

  • ავტომობილის შეფასება;
  • სპეც-ტექნიკის შეფასება;
  • მანქანა-დანადგარების შეფასება;
  • საწარმოო ხაზების შეფასება;
  • ტექნოლოგიური კომპლექსების შეფასება;
  • ძალოვანი აგრეგატების შეფასება;
  • საგზაო ტექნიკის შეფასება;
  • საზღვაო ტექნიკის შეფასება;
  • საავიაციო ტექტნიკის შეფასება;
  • სარკინიგზო ტექნიკის შეფასება;
  • აგროტექნიკის შეფასება;
  • ხელოვნების ნიმუშების შეფასება;
  • საიუველირო ნაწარმის შეფასება;
  • საოფისე ტექნიკის შეფასება;
  • ავეჯის შეფასება;
  • საყოფაცხოვრებო ნივთების შეფასება;
  • და სხვა ობიექტების შეფასება, რომლებიც მოძრავ ქონებას მიეკუთვნებიან.
მოძრავი ქონების ,შეფასება
gvc.ge