ჯივისის კიდევ სამმა ექსპერტმა ევროპის აღიარებული შემფასებლის (REV) სტატუსი მოიპოვა

ჯივისის შემფასებლებს: ლაშა ლეჟავას, გუგა დათუკიშვილს და ბაქარ დიაკონიძეს ევროპის შემფასებელთა ასოციაციების გაერთიანების ჯგუფის TEGoVA-ს მიერ მიენიჭათ აღიარებული ევროპელი შემფასებლების (REV) წოდება.

REV შემფასებლის უმაღლესი წოდებაა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ კლიენტებს აჩვენებს, რომ შემფასებელის კვალიფიკაცია მაღალი ევროპული სტანდარტითაა გამორჩეული. REV სტატუსი ნიშნავს, რომ შემფასებელს აქვს განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა დაეხმაროს კლიენტს რთული საინვესტიციო და საფასო გადაწყვეტილების მიღებაში.

REV-ის მფლობელები ასევე არიან ჯივისის მთავარი შემფასებლები: გიორგი ლეჟავა, ბესიკ დიაკონიძე და ნინო ბერაია. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი საქართველოში მხოლოდ 6 შემფასებელს აქვს და ექვსივე ჯივისის გუნდის წევრია.

gvc.ge