გვიხარია გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის ახალი და თანამედროვე ბრენდინგი. რამდენიმე თვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად შევქმენით კომპანიის ახალი სახე - ჯივისი (GVC), რომელიც ქართული საშემფასებლო კომპანიის განახლებული სახელწოდებაა. ჩვენი ისტორია ჩვენ 1998 წლიდან ვსაქმიანობთ და უკვე ოც წელზე მეტია ვთავაზობთ კლიენტებს საშემფასებლო თუ საკონსულტაციო მომსახურებას. წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეს ჯივისის გუნდს შეუძლია საშემფასებლო საქმიანობის მაღალი ხარისხით შესრულება და კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული თანამშრომლობის უზრუნველყოფა. რა შეიცვალა? რებრენდინგის შედეგად შეიცვალა როგორც კომპანიის...
ჯივისის შემფასებლებს: ლაშა ლეჟავას, გუგა დათუკიშვილს და ბაქარ დიაკონიძეს ევროპის შემფასებელთა ასოციაციების გაერთიანების ჯგუფის TEGoVA-ს მიერ მიენიჭათ აღიარებული ევროპელი შემფასებლების (REV) წოდება. REV შემფასებლის უმაღლესი წოდებაა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ კლიენტებს აჩვენებს, რომ შემფასებელის კვალიფიკაცია მაღალი ევროპული სტანდარტითაა გამორჩეული. REV სტატუსი ნიშნავს, რომ შემფასებელს აქვს განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა დაეხმაროს კლიენტს რთული საინვესტიციო და საფასო გადაწყვეტილების მიღებაში. REV-ის მფლობელები ასევე არიან ჯივისის მთავარი შემფასებლები: გიორგი ლეჟავა, ბესიკ დიაკონიძე და ნინო ბერაია. აღსანიშნა...
22-23 ივნისს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებისა და საპარტნიორო ფონდის მიერ მიერ ორგანიზებული მეორე სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა იყო შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა . კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პრეზიდენტმა და ჯივისის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ დიაკონიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვა გააცნო. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ; ევროპის საშემფა...
13-15 ივნისს ბათუმში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა. ეს საქართველოში შემფასებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენციაა, რომლის ორგანიზებაც ახლად შექმნილმა საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გააკეთა. კონფერენციის გენერალური სპონსორი გახლდათ ჯივისი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი შემფასებლები, სახელმწიფო ორგანიზაციები, აუდიტორული და საშემფასებლო კომპანიები...