მოძრავი ქონების ,შეფასება

მოძრავი ქონების შეფასება

რისთვის არის საჭირო მოძრავი ქონების შეფასება?

მოძრავი ქონების შეფასება გვჭირდება მაშინ, როდესაც სამოქლაქო უფლებების ობიექტი (ქონება, ქონებრივი უფლებები და სხვა) სამეურნეო მიმოქცევაში ერთვება და მასზე ხორციელდება სამეურნეო ოპერაციები. მანქანა-დანადგარები შეფასების ობიექტები ხდება სხვადასხვა გარიგებების პროცესში, როდესაც საჭირო ხდება არსებული უფლებების დადგენა, შეცვლა. ასევე შეფასების მიზანი შეიძლება გახდეს ძირითადი ფონდებს გადაფასება, დაზღვევა, დაგირავება, ბიზნესის ლიკვიდაცია და სხვა. დანადგარების შეფასების მომსახურეობა აქტუალური ხდება უცხოელი ინვესტორის შემოტანილი დანადგარების ადგილობროვო იურიდიული პირის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანის დროს.

 

რა სახის ქონებას ვაფასებთ?

  • მსუბუქი ავტომობილების შეფასება
  • სატვირთო ავტომობილების შეფასება
  • სამშენებლო ტექნიკის შეფასება
  • სპეც-ტექნიკის შეფასება
  • სამედიცინო აპარატურის შეფასება
  • მოწყობილობების შეფასება
  • მანქანა-დანადგარების შეფასება
  • საოფისე ტექნიკის შეფასება
  • საოფისე ინვენტარის შეფასება
  • ჯართის შეფასება
  • ავეჯის შეფასება
  • ანტიკვარული ნივთების შეფასება
  • ხელოვნების ნიმუშების შეფასება
  • საიუველირო ნაწარმის შეფასება

რას გთავაზობთ?

დანადგარების შეფასების ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შემფასებლის კვალიფიკაცია გადამწყვეტია ამ შემთხვევაში. ამიტომ, ჩვენს შემფასებლებს გააჩნიათ არა მარტო ფინანსურ-ეკონომიკური და სპეციალური საშემფასებლო მომზადება, არამედ საჭირო საინჟინრო ცოდნა მოცემულ დარგებში, როგორიცაა მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები და მოწყობილბა, წარმოების ტექნოლოგია და მათი ექსპლუატაციის წესები. ჩვენი სპეციალისტების მომზადების მაღალი დონე გარანტია ჩატარებული შეფასების მაღალი სიზუსტისა და ობიექტურობისა.

მოძრავი ქონების ,შეფასება
gvc.ge