უძრავი ქონების, შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონება არის მიწის ნაკვეთი - მასში არსებული წიაღისეულით, მასზე აღმოცენებული მცენარეებითა და შენობებით, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონებისაგან განსხვავებით გულისხმობს არა თავად ობიექტის შეფასებას, არამედ მისი ფლობის უფლების შეფასებას, რადგან უძრავი ქონების გასხვისებისას, ან სხვა რაიმე ფორმით უფლების გადაცემისას თავად ეს ქონება გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არ იცვლის. იცვლება მხოლოდ მესაკუთრე, რომელსაც შემდგომში გააჩნია უფლებები ამ ქონებაზე.

რისთვის არის საჭირო უძრავი ქონების შეფასება?

უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია მასზე თითქმის ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას. ეს არის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება, ქონების გაყოფა თუ ბანკში იპოთეკური სესხისთვის დაკრედიტება; ქონების შეფასების საჭიროება დგება სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის ან მისი რეკონსტრუქციის შესახებ; კომპანიებისთვის, რომელთაც გააჩნიათ უძრავი ქონება, რომელიც უნდა შევიდეს ფირმის საწესდებო კაპიტალში და ა.შ.;

სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება უძრავ ქონების შემდგომი გამოყენების თაობაზე (ინვესტორების მოზიდვა პროექტში, ობიექტის დანიშნულების შეცვლა და ა.შ.) აუცილებელია მისი შეფასება.

 

რა სახის ქონებას ვაფასებთ?

  • მიწის ნაკვეთების შეფასება
  • ბინის შეფასება
  • სახლის შეფასება
  • კომერციული ფართის შეფასება
  • სპეციალიზებული ქონების შეფასება
  • დაუმთავრებელი მშენებლობის შეფასება
  • რემონტის შეფასება
  • შეფასება ბინადრობის მიღების მიზნებისთვის
უძრავი ქონების, შეფასება
gvc.ge