ჯივისის რებრენდინგი და ახალი ვიზუალური იდენტობა

გვიხარია გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის ახალი და თანამედროვე ბრენდინგი. რამდენიმე თვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად შევქმენით კომპანიის ახალი სახე - ჯივისი (GVC), რომელიც “ქართული საშემფასებლო კომპანიის“ განახლებული სახელწოდებაა.

ჩვენი ისტორია

ჩვენ 1998 წლიდან ვსაქმიანობთ და უკვე ოც წელზე მეტია ვთავაზობთ კლიენტებს საშემფასებლო თუ საკონსულტაციო მომსახურებას. წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეს ჯივისის გუნდს შეუძლია საშემფასებლო საქმიანობის მაღალი ხარისხით შესრულება და კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

რა შეიცვალა?

რებრენდინგის შედეგად შეიცვალა როგორც კომპანიის დასახელება, ისე ლოგო, სლოგანი და ვიზუალური იდენტობა. კომპანიის ახალი ლოგო ლურჯ და ყვითელ ფერებს აერთიანებს. ლურჯი, ნდობისა და სიძლიერის სიმბოლოა, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის ხასიათსა და ღირებულებებს. ყვითელი კი ოპტიმიზმისა და კეთილგანწყობის სიმბოლოა, რაც კომპანიის კლიენტებისადმი დამოკიდებულებას ასახავს.

ჩვენი ახალი სლოგანია „ღირებულება, რომელსაც ენდობი“. საქართველოს წამყვანი კომპანიები მრავალი წელია ენდობიან ჩვენს პროფესიონალიზმს, რაც წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შედეგია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ სანდოობა, ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მთავარი ღირებულებაა.

რებრენდინგის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში განახლდება და გააქტიურდება ჩვენი  გვერდები. გაგვიხარდება თუ გამოგვყვებით ფეისბუქსა და ლინქდინზე, სადაც აქტიურად გაგიზიარებთ ჩვენს სიახლეებსა და საშემფასებლო სფეროსთან დაკავშირებულ საინტერესო ინფორმაციებს.

კომპანიის ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავა ელენე შენგელიამ, ხოლო ვებდიზაინზე ნიკო გორთლიშვილმა.

gvc.ge